ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მენტორმა ქეთი საგინაძემ "ბიზნესპარტნიორი პიკის საათში" განაცხადა.მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ქეთი საგინაძის თქმით, ფერმერ ქალებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება შეიძინონ."პარტია "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიზნად იყო დასახული საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც სოფლად მენტორი ქალების გამოვლენასა და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო დარგში დასაქმებული ქალების გადამზადებას მოიცავს. აღნიშნული პროექტი 2024 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც აჭარის რეგიონში 5 მენტორი ქალი გამოვლინდა და ასევე, 50 ფერმერი ქალი გადამზადდა. მენტორები როგორც კენკროვანი კულტურების წარმოების, ისე მესათბურეობის, მეფუტკრეობისა და მებაღეობის მიმართულებით გამოვლიდნენ. მე შემარჩიეს ხულოს მუნიციპალიტეტიდან როგორც მენტორი ქალი კენკროვანი კულტურების წარმოება-გადამუშავების მიმართულებით. 2013 წლიდან პროექტებში ჩართული ვარ, მაქვს ჟოლოს ბაღი. ასევე, მაქვს მცირე საწარმო, სადაც წვენებს, ცუკატებსა და ჯემებს ვამზადებთ. აქ არიან ფერმერი ქალები, რომელთაც მცირე ზომის ჟოლოს ბაღები აქვთ და სურვილი ჰქონდათ, რომ უფრო მეტი ესწავლათ ჟოლოს მოვლასთან და ნიადაგის დამუშავებასთან დაკავშირებით", - აცხადებს ქეთი საგინაძე.bp.ge
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში თურქეთის ხეხილის ნერგების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
"ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები" - ლაშა ავალიანი
502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები ეტაპობრივად დაუბრუნდებიან
"ცილისწამება და მუქარა იმ ადამიანების მიმართ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას რეაგირების გარეშე არ დარჩება" - დავით სონღულაშვილი