გაეროს ანგარიშის თანახმად, სოფელსა თუ ქალაქში ცხოვრების მიხედვით მარტივი დაყოფის კონცეფცია აღარ არის საკმარისი იმის გასააზრებლად, თუ როგორ გავლენას ახდენს ურბანიზაცია აგროსასურსათო სისტემებზე. სოფლებისა და ქალაქების ურთიერთკავშირისუფრო კომპლექსური პერსპექტივაა საჭირო და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანების ურთიერთობები და ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირის მასშტაბი და ხარისხი."ეს ევოლუცია, პირველად ისტორიაში, სისტემატურად დოკუმენტირებულია თერთმეტ ქვეყანაში. ანგარიშში ჩანს, რომ სურსათის შესყიდვები მაღალია არა მხოლოდ ქალაქებში მცხოვრებ ოჯახებში, არამედ, ისეთ დასახლებებშიც, სადაც ქალაქებსა და სოფლებს შორის მკვეთრი ზღვარი წაშლილია, მათ შორის, ქალაქის ცენტრისგან შორს მაცხოვრებლებშიც. ახალი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მაღალდამუშავებული საკვების მოხმარება იზრდება ზოგიერთი ქვეყნის ნახევრადურბანულ და სასოფლო არეალებში.სამწუხაროდ, გრძელდება სივრცითი უთანასწორობა: სასურსათო დაუცველობას, უფრო მეტად, სოფლად მცხოვრები ხალხი ეჩეხება. სოფლად მცხოვრები ზრდასრული ადამიანების 33 პროცენტსა და ქალაქებში მცხოვრები ზრდასრული ადამიანების 26 პროცენტზე სასურსათო დაუცველობა მძიმედ, ან ზომიერი ხარისხით ახდენს გავლენას." - აღნიშნულია ანგარიშში. გაეროს ანგარიშში მოცემულია რეკომენდაცია, რომ სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის მოხმარების ეფექტურად ხელშეწყობისათვის, პოლიტიკური ჩართულობის, ქმედებებისა და ინვესტიციების შემთხვევაში, უნდა იხელმძღვანელონ მას შემდეგ, რაც კარგად იქნება გააზრებული სოფლებისა და ქალაქების უწყვეტობის კომპლექსური და ცვალებადი კავშირი აგროსასურსათო სისტემებთან.
შავ ზღვაში სიტუაციის ესკალაციის გამო, საერთაშორისო ბირჟებზე ხორბალი 9%-ით გაძვირდა. მას შემდეგ რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ზოგიერთი საზღვაო ტერიტორია გადაზიდვებისთვის დროებით არაუსაფრთხოდ გამოაცხადა, ჩიკაგოს ხორბლის ფიუჩერსები დაახლოებით 7,8%-ით გაიზარდა და ბუშელზე 7,22 დოლარს მიუახლოვდა. ზრდამ დროის გარკვეულ მონაკვეთში 9%-საც მიაღწია.ხორბლის გლობალურ ბაზარზე ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ დასრულების გამო შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფნის დახურვის შესახებ განაცხადა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივლისიდან უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის შესაძლო გადამზიდველად განიხილება.ცნობისთვის, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო.„პორტებში, რომელსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება. ეს არის ის მოცულობა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 17 ივლისს შეჩერდა.
მსოფლიოს 45 ქვეყანა სურსათის მიმართულებით საგარეო დახმარებას საჭიროებს. 45 ქვეყანაში შიმშილის შემაშფოთებელი მდგომარეობის მთავარი მიზეზი სურსათზე ადგილობრივად მომატებული ფასებია, რაც FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მაჩვენებლისგან განსხვავდება. ამ ქვეყნებს შორისაა უკრაინა, ვენესულა, 33 ქვეყანა აფრიკის კონტინენტიდან და 9 – აზიიდან.ანგარიშის მიხედვით, თუ 2023-ში მსოფლიო მარცვლეულის წარმოების 1.1 პროცენტით გაზრდა ივარაუდება წინა წელთან შედარებით, იგივე მაჩვენებელი დაბალი შემოსავლის 44 ქვეყანაში, შემცირდება, რაც იმპორტის საჭიროებს გაზრდის.კვარტლურ ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია სურსთის უსაფრთხოებისა და ფასების ტრენდის შესახებ, რაც, ამ მხრივ, მოწყვლად ქვყნებში მოსახლეობაზე აისახება. ანგარიში, ასევე, გვაწვდის რეგიონული წარმოებისა და ვაჭრობის პროგნოზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, „მარცვლეულის შეთანხმების“ რამდენიმე თვით გაგრძელების სანაცვლოდ, სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებას სთავაზობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის ინფორმაციით, გუტერეშმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, თუმცა მან დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა.„მიზანი არის დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ ტრანზაქციებზე რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის მეშვეობით, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ გამოთქმული მთავარი შეშფოთებაა, რათა დაუშვას უკრაინული მარცვლეულის გადატანა შავი ზღვის გავლით“, – განუცხადა გაერო-ს სპიკერმა მედიას.როგორც ანონიმური წყარო „როიტერთან“ აცხადებს, მოსკოვის მთავარი მოთხოვნაა რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, „როსსელხოზბანკის“ ხელახალი დაკავშირება SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის ქსელთან. ხოლო ევროკავშირი განიხილავს „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის SWIFT-თან დაკავშირებას, რათა დაუშვას მარცვლეულისა და სასუქის სპეციალური ტრანზაქციები.მიუხედავად იმისა, რომ სურსათისა და სასუქების რუსული ექსპორტი არ ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს, რომლებიც დაწესდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვი აცხადებს, რომ გადახდების, ლოგისტიკისა და დაზღვევაზე შეზღუდვები ბარიერს წარმოადგენს გადაზიდვებისთვის.რუსული სოფლის მეურნეობის ბანკი – „როსელხოზბანკი“ SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო გათიშა. ევროკავშირის წარმომადგენელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირი არ განიხილავს რუსული ბანკების აღდგენას.1tv.ge