მსოფლიოს 45 ქვეყანა სურსათის მიმართულებით საგარეო დახმარებას საჭიროებს. 45 ქვეყანაში შიმშილის შემაშფოთებელი მდგომარეობის მთავარი მიზეზი სურსათზე ადგილობრივად მომატებული ფასებია, რაც FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მაჩვენებლისგან განსხვავდება. ამ ქვეყნებს შორისაა უკრაინა, ვენესულა, 33 ქვეყანა აფრიკის კონტინენტიდან და 9 – აზიიდან.
ანგარიშის მიხედვით, თუ 2023-ში მსოფლიო მარცვლეულის წარმოების 1.1 პროცენტით გაზრდა ივარაუდება წინა წელთან შედარებით, იგივე მაჩვენებელი დაბალი შემოსავლის 44 ქვეყანაში, შემცირდება, რაც იმპორტის საჭიროებს გაზრდის.
კვარტლურ ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია სურსთის უსაფრთხოებისა და ფასების ტრენდის შესახებ, რაც, ამ მხრივ, მოწყვლად ქვყნებში მოსახლეობაზე აისახება. ანგარიში, ასევე, გვაწვდის რეგიონული წარმოებისა და ვაჭრობის პროგნოზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.