რუსეთში მზესუმზირის მოსავლიანობა ბოლო 13 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რუსული „კომერსანტის ინფორმაციით, სამხრეთ რეგიონებში მოსავალი საშუალოდ 35%-ით შემცირდა, რაც ქვეყნის შიდა ბაზარზე ზეთის ფასების ზრდის რისკებს ქმნის.

მოსავლის მკვეთრი კლება ძირითადად კლიმატურმა პირობებმა და ხანგრძლივმა გვალვებმა გამოიწვია. დაზარალდა ის რეგიონები, რომლებიც ტრადიციულად მზესუმზირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლები არიან.

ფასების დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზეთზე საექსპორტო გადასახადის აღდგენა. ახალი ტარიფი ტონაზე 5 700 რუბლს შეადგენს. 

ექსპერტების შეფასებით, მოსავლის შემცირება შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ზეთის ექსპორტი, რაც გავლენას მოახდენს საერთაშორისო ბაზრებზეც. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ რუსულ ბაზარზე ზეთის ფასი კვლავ გაიზარდოს.

ცნობისათვის,29 ივლისიდან 31 აგვისტომდე მზესუმზირის ზეთისა და შროტის ექსპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი მოქმედებდა.