სამეგრელოში წარმოებულ რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც "არიას" კომერციული დირექტორი თათა ქურხაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად იმატებს წარმოებული პროდუქტის რაოდენობაც.

"არია" ქართული ბრენდია, რომლის საწარმო და თხის ფერმა სამეგრელოში, სენაკის რაიონში, სოფელ მენჯში მდებარეობს და 60 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე რძის საწარმოს და ფერმას აერთიანებს, არის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი, წარმადობა კი დღეში 3 ტონა რძის გადამუშავებას მოიცავს.

როგორ დაიწყო კომპანიის ისტორია და რა გეგმები აქვს კომპანიას ნახეთ რუბრიკაში "ბიზნესის ხმა", რომელიც მომზადებულია სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით. რუბრიკის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების წარმოჩენა და მათი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა.