გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.სოფელ კისისხევის ტერიტორიაზე მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 10 სოფლის (კისისხევი, წინანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა, კახიფარი, კალაური, ვაჩნაძიანი და შაშიანი) დაახლოებით 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„საქართველოს მელიორაცია“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხობი-ენგურის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.სოფელ დიდ ნეძში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2.5 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.როგორც „საქართველოს მელიორაციაში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ცირკულარული ეკონომიკის, მწვანე მეწარმეობისა და დადებითი სოციალური გავლენის მიზნით შექმნილი საწარმო "ხიბლი" გორის რაიონში მდებარეობს.როგორც საწარმოს დამფუძენებლი თამარ ხიბლიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მიზანი ენერგოეფექტური, ნულოვანი ნარჩენების პრინციპით მომუშავე წარმოების შექმნა იყო, რომელიც ხილისგან და მისი ნარჩენებისგან შექმნის ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქციას საქართველოსა და სხვა ქვეყნების ბაზრებისთვის."ჩვენი ისტორია 2013 წლიდან იწყება, მაშინ როდესაც ოჯახი სოციალურად დაუცველობის სტატუსს მივეკუთვნებოდით, მე, ჩემს ოჯახსა და ჩემს თანასოფლელებს გვიწევდა ტყეში წასვლა და იქ შინდის დაკრეფა, შემდეგ ამ დაკრეფილ შინდს ვყიდდით ქალაქ გორში დილის 5-6 საათზე, ხშირად ყოფილა რომ ბაზარზე გატანილი შინდი ვერ გაყიდულა, სწორედ ამიტომ ვფიქრობდი, რომ სოფელ ატენში თუ იქნებოდა საწარმო, სოფლის მაცხოვრებლები შეძლებდნენ სხვადასხვა მოსავლის ჩაბარებას და ფინანსური შემოსავლის წყაროც გაჩნდებოდა სოფელში.დროთა განმავლობაში ვისწავლე, დავიწყე მუშაობა, გავემგზავრე გერმანიაში და სწორედ გერმანიაში ყოფნის დროს შევიტყვე, რომ საქართველოს ჰქონდა პოტენციალი ეწარმოებინა გამომშრალი ხილი, მალევე მივიღე გადაწყვეტილება და დავბრუნდი საქართველოში. ჩამოსვლისთანავე მოვიძიე საგრანტო კონკურსებზე ინფორმაცია. გავიარეთ ბევრი ეტაპი და წინაღობა, იქედან გამომდინარე, რომ არ ვფლობდი საკუთარ ფართს საწარმოსთვის, თუმცა სოფელში მოვნახე საწარმოსთვის შესაფერისი ადგილი, ამასთანავე 2022 წელს მოვიპოვეთ "აწარმოე საქართველოში"-ს 30 000 ლარიანი გრანტი, შევიძინეთ საჭირო ინვენტარი და საბოლოოდ გავაკეთეთ HACCP-ის სტანდარტების საწარმო,"-აღნიშნავს თამარ ხიბლიშვილი.ამ ეტაპზე საწარმო მომხმარებლებს გამომშრალი ხილის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ესენია: შავი ქლიავი, ვაშლი, ხურმა, ფორთოხალი, მსხალი, ბანანი, კივი და სხვა. ასევე ჩურჩხელას, ტყლაპსა და თაფლს. წარმოების პროცესში კი მთელი ოჯახია ჩართული. რაც მთავარია პროდუქტის დასამზადებლად არ გამოიყენება დანამატები, როგორიცაა შაქარი და გოგირდი, რადგან როგორ კომპანიაში აცხადებენ, მთავარი ნიშა ჯანსაღი პროდუქტის წარმოებაა."ნედლეულს ვყიდულობთ გორის რაიონის ადგილობრივი ფერმერებისგან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ გვრჩებოდა ხილის ნარჩენი, რომელიც უნდა გადაგვეყარა და ამით დაბინძურდებოდა გარემო, ამიტომ მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნარჩენებისგან გვეწარმოებინა სპირტი, მაგრამ აქაც გვრჩებოდა ნარჩენი.გამომდინარე იქიდან, რომ ორიენტირებულები ვართ საწარმოს გაზრდაზე, ლოგიკურია, რომ მეტი ხილის გადამუშავებით კიდევ უფრო მეტი ნარჩენი გვრჩება. ამიტომ დავიწყეთ კომპოსტირებაზე მუშაობა, ამ ეტაპზე გაკეთებული გვაქვს mvp, სადაც დაკვირკვებას ვახდენთ კომპოსტირებისგან წარმოებულ სასუქზე, სწორედ მუშაობის პროცესში ვიყავით, როდესაც გამოცხადდა impact hub Tbilisi-ის efes Georgia-ს gogreen პრე აქსელერატორი, შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო 60- მდე სტარტაპმა და ჩვენი კომპანია მოხვდა 9 საუკეთესო გუნდს შორის. ასევე, rdye-სგან მოვიპოვეთ €7500 გრანტი. ამ პროექტმა შეგვძინა ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა, სწორედ მათი წყალობით ხდება ახლა 420 კილოგრამიანი საშრობი აპარატის შეძენა, რაც მნიშველოვნად გაზრდის წარმოებას."-ამბობს თამარ ხიბლიშვილი.საწარმო 10 თვეა დაარსდა, თუმცა აქტიურად არის წარმოდგენილი გამოფენა გაყიდვებში და ტურისტულ ზონებში."ჯერ მხოლოდ ორი ადამიანი გვყავს დასაქმებული, რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველობის სტატუს, თუმცა ვგრგმავთ მათი რაოდენობა კიდევ 10-ით გავზარდოთ. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვართ წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენი ნაწარმის ხარისხი გვაძლევს საშუალებას, რომ გავიდეთ ექპორტზე, თუმცა, ამისთვის საკმარისი პროდუქტის წარმოებაა საჭირო.საწარმოს უმთავრესი გეგმა არის საქართველოს ბაზრის სრულად ათვისება, შემდეგ ვაპირებთ ტურისტული მასტერკლასების ჩაშვებას, რაც გულისხმობს ტურისტისთვის ღვინის დაგემოვნებას, თაფლის წარმოების ნახვას, ჩურჩხელის ამოვლების პროცესს და ასე შემდეგ. შემდეგი გეგმა არის და იმედი გვაქვს რომ გამოვა, სოფელ ატენში საკუთარი მიწის შეძენა, სრული სტანდარტებით საკუთარი საწარმოს აშენება და ვენახების გაშენება. შემდეგ კი თავისუფლად და უპრობლემოდ შევძლებ ექსპორტზე გასვლას."- აღნიშნავს "ხიბლის" დამფუძნებელი თამარ ხიბლიშვილი.
თუ ახლახან შეუდექით თქვენი გეგმების განხორციელებას და გსურთ ახლად წამოწყებული საქმე აქციოთ ფართომასშტაბიან ბიზნესად, ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია. საქმის წამოწყებისას გეგმის განხორციელების პირველი ნაბიჯი, სანდო და საერთო ინტერესების მქონე პარტნიორის მოძებნაა. ასევე მნიშვნელოვანია გყავდეს სპონსორი, შეარჩიო საოფისე ფართი, (თუ ამის საჭიროებაა), გუნდი და შეუდგე საქმიანობას. თუმცა, როგორ უნდა მიაწვდინოთ ხმა თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს? საზოგადოების 80% ახლა სარეკლამო ინფორმაციას ციფრული მედიის საშუალებით იღებს. ამიტომ აუცილებელია, თქვენი პროდუქცია თუ მომსახურება გაარეკლამოთ ციფრულად. აღნიშნული მოიცავს: ვებ გვერდის დამზადებას, სოციალურ ქსელებში გარეკლამებას, სტატიების წერას, მარტივი საძიებო სისტემის შექმნასა და ა.შ.თუ არ გაქვთ გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, უნდა მოძებნოთ სააგენტო, რომელმაც საკუთარი საქმიანობა კარგად იცის. დღეს სწორედ ასეთ სააგენტოზე მოგიყვებით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა კომპანიებს ციფრულად გარეკლამებაში ეხმარება.Adshub.geკომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალ-კვალიფიციური კადრებით, რომელთაც ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით ჩაბარებული აქვთ Google-ისა და Facebook-ის გამოცდები.Adshub.ge-ს სერვისებიკომპანია მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს. SEO - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია. SMM- სოციალური მედია მარკეტინგი. SEM - საძიებო სისტემის მარკეტინგი. ქოფირაითინგი. ვებსაიტის დამზადება EM/იმეილ მარკეტინგი. თითოეული მათგანის უკეთ გასაცნობად, მათზე მოკლედ მოგიყვებით.საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაSEO ოპტიმიზაცია გულისხმობს ვებგვერდის ადაპტირებას საძიებო სისტემის ალგორითმთან და უზრუნველყოფს ძიებისას მოწინავე პოზიციაზე ყოფნას.სოციალური მედია მარკეტინგისოციალური მედია მარკეტინგი წარმოადგენს ბიზნესის სოციალურ მედია პლატფორმებზე განთავსებასა და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევას. აღნიშნული სერვისი მოიცავს შემდეგ პლატფორმებს: Facebook, Instagram, LinkedIn, Twitter, და ა.შ.საძიებო სისტემის მარკეტინგისაძიებო სისტემების მარკეტინგი, გულისხმობს ინვესტირების სანაცვლოდ, საძიებო სისტემაში ბიზნესის მოწინავე პოზიციებზე შესაბამისი პლატმორმებით განთავსებას.ქოფირაითინგიქოფირაითინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს არის იდეა, კონცეფცია და განსაზღვრა იმისა, თუ როგორ და რა ფორმით უნდა წარდგეს ესა თუ ის ბრენდი მომხმარებლის წინაშე.ვებ გვერდის დამზადებასააგენტოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისს წარმოადგენს ვებ გვერდის დამზადება. adshub.ge-ს გუნდში დაგიმზადებენ ვებსაიტს ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებისთვის და უზრუნველყოფენ მის გამართულ ფუნქციონირებას.იმეილ მარკეტინგიაღნიშნული, ციფრული მარკეტინგის უძველესი ფორმაა, რომელიც ციფრულ სამყაროში მნიშვნელოვან ადგილს არ კარგავს. მისი წყალობით შესაძლებელია პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან.Adshub.ge და კომპანიებიზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით Adshub.ge სხვადასხვა მიმართულების კომპანიებთან თანამშრომლობს და მათ გაციფრულებაში ეხმარება. სააგენტო ზრუნავს იმაზე, რომ ციფრულ ინდუსტრიაში მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია თუ რომელია საუკეთესო რესტორანი თბილისში, სად შეგვიძლია დავამზადებინოთ აზომვითი ნახაზები, რა ჰქვია საუკეთესო საექსპორტო კომპანიას და ა.შ.Adshub.ge-ს წარმატებას მისი ხასიათის 2 მთავარი კომპონენტი განსაზღვრავსპირველი: კომპანია გთავაზობთ უფასო საძიებო სისტემის აუდიტს, რომლითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი საიტის მდებარეობა საძიებო სისტემებში.მეორე: სააგენტოსთან თანამშრომლობისას უპირობო წარმატების გარანტია SLA (Service Level Agreement), რაც დადებულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.დაიწყეთ მიზნის მისაღწევად გზის გაკვალვა, მომხმარებლებს კი თქვენს შესახებ ჩვენ მოვუყვებით.
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტია, რადგან ის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან დოვლათს ქმნის. მოსავლის მისაღებად საჭიროა მიწის დამუშავება, რისთვისაც ტექნიკას გამოიყენებენ. სწორედ ამ ტექნიკის მართვას სწავლობენ სტუდენტები პროფესიულ კოლეჯში. სტერეოტიპიც დამსხვრეულია და მამაკაცებში პოპულარულ საქმიანობას ქალებიც ეუფლებიან.„როდესაც ტრაქტორის მართვის სწავლა გადავწყვიტე, ოჯახის წევრებს არც გაკვირვებიათ, პირიქით, მხარი დამიჭირეს. თუმცა, საზოგადოებაში იყო სკეპტიკური განწყობებიც, ამბობდნენ - ქალს ტრაქტორთან რა უნდა. მაგრამ ამ განწყობებს არ შევუშინდი. შეუძლებელი არაფერია. სამომავლოდ, მინდა ჩემი დიდი ნაკვეთი მქონდეს, რომელსაც მე დავამუშავებ და ხეხილის ბაღს გავაშენებ“, - ამბობს სტუდენტი, ნინი ყვავიაშვილი. „მინდა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი შევუწყოთ. მსოფლიოში ეს დარგი ვითარდება, ბევრი ახალი ტექნოლოგიაა და არ მინდა, საქართველო ამ ყველაფერს ჩამორჩეს. ტექნიკაც ახალია და არ გვყავს შესაფერისი კადრი, როლებსაც სწორად მართვა ეცოდინებათ. რეალურად, ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, სოფლის მეურნეობა განვითარდეს.ტრაქტორის მართვა იმდენად რთული არ არის, როგორც თავიდან მეგონა. უნდა გაუგო პრინციპი, მიჰყვე დინებას, კონცენტრირდე, რომ სწორად გააკეთო შენი საქმე. ტრაქტორის მართვას სიფრთხილე სჭირდება, რაც ქალებს კარგად გამოგვდის.ამჟამად აგრარულ უნივერსიტეტში და პარალელურად პროფესიულ კოლეჯში ვსწავლობ, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე. აგრონომია მეცნიერული კუთხით მაინტერესებს. თუმცა, ვფიქრობ, კარგმა აგრონომმა ყველა მიმართულება უნდა იცოდეს, რადგან ეს კომპლექსური თემაა, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ჩემი აზრით, კარგი სპეციალისტი რომ იყო, ყველაფერი კარგად უნდა იცოდე“, - ამბობს ირინა გურგენიძე. 14 კვირიან კურსს სტუდენტები ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში გადიან. პროგრამის მიზანია - თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პრინციპებით, გადამზადდეს კადრი, რომელიც შეძლებს ტრაქტორის მართვას, მის მცირე რემონტს და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებას ტრაქტორის გამოყენებით. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს, შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ T კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე და მოიპოვონ ტრაქტორის მართვის მოწმობა. სწავლა უფასოა.
თევზის გადამამუშავებელი საწარმო „უმალი“ ბაზარზე ორაგულისგან დამზადებული, მონადირული ძეხვის გამოტანას გეგმავს.როგორც კომპანიის დირექტორმა გენო ნასყიდაშვილმა განმარტა, საცდელი ნიმუშები უკვე დამზადებულია.„ორაგულისგან დამზადებული ძეხვი ქართულ ბაზარზე ჯერ არ არის და ჩვენ ვიქნებით პირველები ამ კუთხით. შესაბამისი ნიმუშები უკვე გვაქვს და ქსელში გავუშვებთ უახლოეს პერიოდში.“-აღნიშნა გენო ნასყიდაშვილმა.მისივე განმარტებით, კომპანია ამ ეტაპზე თევზისგან 30-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს.„უმალი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპრუდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 80 ადამიანია დასაქმებული.
ვენახის სწორად მოვლა მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გასაზრდელად - საკითხი, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ქართული ღვინის მეწარმეებისთვის 3-დღიანი ტრენინგების სერია ჩაატარა.ვენახის სწორად სხვლა სურსათის უვნებლობასაც ხელს უწყობს, რადგან ის ამცირებს დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, ზედმეტი ფუნგიციდის გამოყენების საჭიროებას.საგანმანათლებლო შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტსა და თბილისში გაიმართა. მათ ორმოცზე მეტი ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეწარმე დაესწრო კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და რაჭიდან. ტრენინგების სერია FAO-ს ვენახის ინტეგრირებული მართვის საერთაშორისო ექსპერტმა – ხულიო პრიეტო დიასმა შეიმუშავა და ჩაატარა.საგანმანათლებლო კომპონენტი, საქართველოში ღვინის მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კონტექსტზე მორგებული ცოდნის გაზიარებით განხორციელდა. ამასთანავე, ტრენინგები კერძო სექტორს ეხმარება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტების მიღებაში.FAO-ს ტრენინგის კიდევ ერთი საკითხი მავნებლებისა და დაავადებების ინტეგრირებული მართვა (IPM) იყო, რომელიც სოკოვან დაავადებებთან გამკლავებასა და საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში გავრცელებული ორი სახეობის მავნებლის (Lobesia Botrana – ევროპული ყურძნის ჭია და Planococcus citri Risso – ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა) „გამრავლების შემაფერხებელ პროგრამას“ მოიცავს.„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ვენახის მართვის მდგრადი მეთოდები, რომლებიც FAO-მ შემოიტანა, საქართველოს ღვინის მეწარმეებისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. 2022 წელს, FAO-მ Lobesia Botrana-ს საწინააღმდეგოდ, „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ განახორციელა. ღვინის მეწარმეებმა შესანიშნავი შედეგები მიიღეს – მათ ნაკლები ფული დახარჯეს ქიმიკატებზე და ამავდროულად, მეტი მოსავალი აიღეს. ამასთანავე, ფუნგიციდისა და პესტიციდის ნარჩენების შემცირებით, მათ საკუთარი ყურძნისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაც შეძლეს. პროგრამაში ჩართულმა ღვინის მეწარმეებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ევროპული სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით“, – განაცხადა FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.“ქართული ღვინის მეწარმეებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზა ზიარდება ქვეყნისა და საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. გასულ კვირას შესწავლილი ტექნიკების გამოყენებით, ტრენინგებში მონაწილე მეწარმეები შეძლებენ წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მათ პროდუქტს კიდევ უფრო უვნებელსა და კონკურენტუნარიანს გახდის საექსპორტო ბაზრებზე”, განაცხადა ჟორჟ დეუმ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.პრიეტო დიასი საქართველოში უკვე შვიდჯერ ჩამოვიდა საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ვენახის ინტეგრირებულ მართვის ტრენინგი ამ დროისთვის დაახლოებით 120 ბენეფიციარს აქვს გავლილი.საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ღვინის 12 მეწარმე, ჯამში 209 ჰა. მოცულობის ვენახით, „გამრავლების შემაფერხებელ პროგრამაში“ ჩაერთო. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსავალი დაახლოებით 40%-ით გაეზარდათ, ხოლო ყურძნის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა.ევროკავშირი და FAO, ინტეგრირებული მართვის ტრენინგების ორგანიზებით 2023 წელს გააგრძელებენ ქართული ღვინის მეწარმეების მხარდაჭერას; ასევე ღვინის ახალ მეწარმეებს დაეხმარებიან „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამით“. პროგრამაში 2022 წელს ჩართული ბენეფიციარები კი კვლავ მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას.ვენახის ინტეგრირებული მართვის ტრენინგებსა და „გამრავლების შემაფერხებელ პროგრამას“ FAO ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს, ENPARD და EU4Business-ის ინიციატივის - „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით. ევროკავშირის ENPARD პროგრამის საერთო ბიუჯეტია 240 მილიონი ევრო, ხორციელდება 2013 წლიდან და მიზანი სოფლად სიღარიბის შემცირებაა. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობასა და მის მიღმა.
პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის – „ECO.Georgia“ დირექტორი ლუტც იარჩინსკი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ.„საქართველოს მთავრობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტყის რეფორმა. ამ რეფორმის ნაწილია, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის, რაც ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ბრიკეტების წარმოების განვითრებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.პროექტის „ECO.Georgia“ დირექტორის, ლუტც იარჩინსკის განცხადებით, ახალი პროგრამა რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსებით შეიძინონ ენერგოეფექტური ღუმელები. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარისა. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი ხარჯი 50%-მდე დაიზოგება.ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორცილდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia“-ს ფარგლებში.პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლიის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირიგაციას ანუ ნიადაგის ხელოვნურ მორწყვას ადამიანი უძველესი დროიდან მიმართავდა, რათა უნალექობის დროს მცენარისათვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდებინა და მისი ზრდა-განვითარებისთვის შეეწყო ხელი. დროთა განმავლობაში განვითარდა ნიადაგის მორწყვის სხვადასხვა ფორმები და შეიქმნა სისტემები, რომლებმაც სულ უფრო გაამარტივა მიწების რწყვა. დღეს ინოვაციური სარწყავი სისტემების დახმარებით, თანამედროვე ფერმერები კიდევ უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული ბუნებრივ ნალექზე.როგორია თანამედროვე სარწყავი სისტემები და რა ინოვაციური მახასიათებლებითა და უპირატესობებით გამოირჩევიან ისინი? – „აგროსფეროსთან“ ერთად დღეს ნიადაგის მორწყვის თანამედროვე ფორმებზე ვისაუბრებთ.წყლის მიზნობრივი გამოყენებასაუკუნეების განმავლობაში მორწყვის რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიღვარვით მორწყვა, ანუ სრული ზედაპირის წყლით გაჯერება ან ტერიტორიის დატბორვაა. დღეს ის მოძველებულ მეთოდად მიიჩნევა, რადგან ის წყლის ჭარბ მოხმარებას გულისხმობს და ზოგიერთ შემთხვევაში ნიადაგის ეროზიასაც იწვევს. თანამედროვე აგრომეურნეობაში ინოვაციურ მიდგომად მიკრო ირიგაცია მიიჩნევა. მისი ერთ-ერთი სახე წვეთოვანი მორწყვის სისტემაა, რომლის დროსაც მაგისტრალური და წვეთოვანი მილების ქსელის საშუალებით წინასწარ გათვლილი რაოდენობის წყალი მცენარეთა მწკრივის გასწვრივ ჩაედინება და არ ხვდება ნიადაგის იმ ნაწილში, სადაც ის საჭირო არ არის. ამავე მეთოდის გამოყენებით, გაცილებით ეფექტიანია მცენარეთა ფერტიგაციაც ანუ სასუქებით გამოკვება.ამასთან ერთად, თანამედროვე სარწყავი სისტემები ხშირად აღჭურვილია ავტომატიზაციის კომპონენტებით,რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერს, ნიადაგის ტენიანობის, წინასწარ განსაზღვრული დროითი ინტერვალის ან სხვა მაჩვენებლების მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში მართოს სარწყავი სისტემა.რესურსების დაზოგვაწყლის მიზნობრივად და გონივრულად გამოყენება, ცხადია, მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის, ელექტრო ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებას, რასაც, პირველ რიგში, გარემოსდაცვითი მნიშვნელობა აქვს. მიკრო ირიგაცია ხარჯთეფექტურიცაა – ნაკლები რესურსის მოხმარება, ნაკლებ დანახარჯს ნიშნავს.გაზრდილი და გაუმჯობესებული მოსავალი მიკრო ირიგაციის დროს წყალი და საკვები ნივთიერებები თანაბრად მიეწოდება თითოეულ მცენარეს. გარდა ამისა, ამგვარი სისტემის დახმარებით, ფერმერი უკეთ მართავს მორწყვის პროცესს – აწვდის მცენარეს საჭირო ოდენობის წყალსა და საკვებ ნივთიერებებს და არ ტვირთავს მას ზედმეტი ტენითა და სხვადასხვა ელემენტებით. ეს კი უდიდეს გავლენას ახდენს მცენარის ჯანსაღ ზრდა-განვითარებაზე, რაც ხარისხიან და გაზრდილ მოსავალზე აისახება.ინოვაციური სარწყავი სისტემები IRRITEC-სგანIRRITEC იტალიური კომპანიაა, რომელიც თითქმის 50 წელია ინოვაციურ სარწყავ სისტემებს ქმნის და ფერმერებს მორწყვასთან დაკავშირებულ ჭკვიანურ გადაწყვეტებს სთავაზობს. მან დაფუძნებიდან მალევე მოიპოვა ლიდერობა თავის დარგში და დღეს ინოვაციური სარწყავი სისტემების ერთ-ერთ წამყვან ბრენდად მიიჩნევა.IRRITEC-თან წლებია ოფიციალურად თანამშრომლობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ და ქართველ ფერმერებს მისი ინოვაციური პროდუქციით უზრუნველყოფს. საქართველოში ხელმისაწვდომია IRRITEC-ის მზა წვეთოვანი სარწყავი კომპლექტი IRRIGO-ც. ის წვეთოვანი მორწყვის სისტემას წარმოადგენს და განკუთვნილია მოყვარულთათვის, 150 კვ.მ.-ის ტერიტორიისთვის. კომპლექტს მოჰყვება სამონტაჟო ინსტრუმენტები და ინსტრუქციაც, რომელთა დახმარებითაც მისი აწყობა მოყვარულს თავად შეუძლია. ამასთან, მას არ სჭირდება წყლის წნევის ხელოვნურად შექმნა ან ელექტრო ენერგია.აღსანიშნავია ისიც, რომ „აგროსფერო“ პარტნიორ ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციასაც – ეხმარება საჭიროებების იდენტიფიცირებაში, პროდუქტების შერჩევასა და მათ სწორად გამოყენებაში. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ კონსულტაციით სარწყავი სისტემების შეძენამდეც ისარგებლონ, სპეციალისტთა გუნდთან ერთად შეარჩიონ მათზე მორგებული პროდუქტი და მისი ინოვაციური მახასიათებლების სრულად ათვისებით, ნაკლები ძალისხმევითა და დანახარჯით, გაზარდონ მოსავლის ოდენობა და ხარისხი.
საერთაშორისო კონფერენცია „ტექნოლოგიები მებაღეობაში - ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ სამშაბათს, 25 აპრილს,თბილისში, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართება.კონფერენციაზე განიხილება მებაღეობის სექტორის გლობალური და რეგიონალური განვითარების ტექნოლოგიური ტენდენციები, რაც, თავის მხრივ, მწარმოებლურ ზრდას, პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, ენერგო-ეკონომიურობას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას გულისხმობს.ამასთან, ყურადღება დაეთმობა საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის საკითხებს.კონფერენციის ფარგლებში შედგება პანელური დისკუსიები თემებზე: მიწისქვეშა ირიგაციის პერსპექტივები საქართველოში (მონაწილეობას მიიღებენ საირიგაციო სისტემების მომწოდებლები); რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ქართულმა სამზარეულომ ვერტიკალური მიწათმოქმედებიდან (მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის HoReCa და საცალო ვაჭრობის სფეროს შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები); მწვანე ციფრული გადაწყვეტილებები სხვადასხვა ქვეყნებში - რაში მდგომარეობს მაქსიმალური პოტენციალი (FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით). კონფერენცია ორგანიზებულია პროექტ EastFruit-ის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტები უკრაინიდან, მოლდოვიდან, იტალიიდან და საქართველოდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მებოსტნეთა ასოციაციის - Latvijas dārznieks, ასევე საცალო ვაჭრობის და HoReCa-ს წარმომადგენლები, ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის და ტექნოლოგიური მოწყობილობის ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლები.ღონისძიებას გახსნის საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.ოთხშაბათს, 26 აპრილს, კონფერენციის მონაწილეები გორის რაიონის სოფელ კვარხითში დაათვალიერებენ Tiriphoni Gardens-ის ვაშლის ბაღებს, სადაც მოხდება კულტურების სადემონსტრაციო დამუშავება ჰორტი დრონის (აგრო დრონის) მეშვეობით.კონფერენციის დასაწყისი: 25 აპრილი, თბილისი, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi, 09:30სთსამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.