„საქართველოს მელიორაცია“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხობი-ენგურის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სოფელ დიდ ნეძში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2.5 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.

როგორც „საქართველოს მელიორაციაში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.