თევზის გადამამუშავებელი საწარმო „უმალი“ ბაზარზე ორაგულისგან დამზადებული, მონადირული ძეხვის გამოტანას გეგმავს.
როგორც კომპანიის დირექტორმა გენო ნასყიდაშვილმა განმარტა, საცდელი ნიმუშები უკვე დამზადებულია.
„ორაგულისგან დამზადებული ძეხვი ქართულ ბაზარზე ჯერ არ არის და ჩვენ ვიქნებით პირველები ამ კუთხით. შესაბამისი ნიმუშები უკვე გვაქვს და ქსელში გავუშვებთ უახლოეს პერიოდში.“-აღნიშნა გენო ნასყიდაშვილმა.
მისივე განმარტებით, კომპანია ამ ეტაპზე თევზისგან 30-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს.
„უმალი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპრუდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 80 ადამიანია დასაქმებული.