თუ ახლახან შეუდექით თქვენი გეგმების განხორციელებას და გსურთ ახლად წამოწყებული საქმე აქციოთ ფართომასშტაბიან ბიზნესად, ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია. საქმის წამოწყებისას გეგმის განხორციელების პირველი ნაბიჯი, სანდო და საერთო ინტერესების მქონე პარტნიორის მოძებნაა. ასევე მნიშვნელოვანია გყავდეს სპონსორი, შეარჩიო საოფისე ფართი, (თუ ამის საჭიროებაა), გუნდი და შეუდგე საქმიანობას. თუმცა, როგორ უნდა მიაწვდინოთ ხმა თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს? საზოგადოების 80% ახლა სარეკლამო ინფორმაციას ციფრული მედიის საშუალებით იღებს. ამიტომ აუცილებელია, თქვენი პროდუქცია თუ მომსახურება გაარეკლამოთ ციფრულად. აღნიშნული მოიცავს: ვებ გვერდის დამზადებას, სოციალურ ქსელებში გარეკლამებას, სტატიების წერას, მარტივი საძიებო სისტემის შექმნასა და ა.შ.

თუ არ გაქვთ გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, უნდა მოძებნოთ სააგენტო, რომელმაც საკუთარი საქმიანობა კარგად იცის.  დღეს სწორედ ასეთ სააგენტოზე მოგიყვებით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა კომპანიებს ციფრულად გარეკლამებაში ეხმარება.

Adshub.ge

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალ-კვალიფიციური კადრებით, რომელთაც ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით ჩაბარებული აქვთ Google-ისა და Facebook-ის გამოცდები.

Adshub.ge-ს სერვისები

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს.

  • SEO - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.
  • SMM- სოციალური მედია მარკეტინგი.
  • SEM - საძიებო სისტემის მარკეტინგი.
  • ქოფირაითინგი.
  • ვებსაიტის დამზადება
  • EM/იმეილ მარკეტინგი.

თითოეული მათგანის უკეთ გასაცნობად, მათზე მოკლედ მოგიყვებით.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

SEO ოპტიმიზაცია გულისხმობს ვებგვერდის ადაპტირებას საძიებო სისტემის ალგორითმთან და უზრუნველყოფს ძიებისას მოწინავე პოზიციაზე ყოფნას.

სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია მარკეტინგი წარმოადგენს ბიზნესის სოციალურ მედია პლატფორმებზე განთავსებასა და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევას. აღნიშნული სერვისი მოიცავს შემდეგ პლატფორმებს:  Facebook, Instagram, LinkedIn, Twitter, და ა.შ.

საძიებო სისტემის მარკეტინგი

საძიებო სისტემების მარკეტინგი, გულისხმობს ინვესტირების სანაცვლოდ, საძიებო სისტემაში ბიზნესის მოწინავე პოზიციებზე შესაბამისი პლატმორმებით განთავსებას.

ქოფირაითინგი

ქოფირაითინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს არის იდეა, კონცეფცია და განსაზღვრა იმისა, თუ როგორ და რა ფორმით უნდა წარდგეს ესა თუ ის ბრენდი მომხმარებლის წინაშე.

ვებ გვერდის დამზადება

სააგენტოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისს წარმოადგენს ვებ გვერდის დამზადება. adshub.ge-ს გუნდში დაგიმზადებენ ვებსაიტს ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებისთვის და უზრუნველყოფენ  მის გამართულ ფუნქციონირებას.

იმეილ მარკეტინგი

აღნიშნული, ციფრული მარკეტინგის უძველესი ფორმაა, რომელიც  ციფრულ სამყაროში მნიშვნელოვან ადგილს არ კარგავს. მისი წყალობით შესაძლებელია პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან.

Adshub.ge და კომპანიები

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით Adshub.ge სხვადასხვა მიმართულების კომპანიებთან თანამშრომლობს და მათ გაციფრულებაში ეხმარება. სააგენტო ზრუნავს იმაზე, რომ ციფრულ ინდუსტრიაში მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია თუ რომელია საუკეთესო რესტორანი თბილისში, სად შეგვიძლია დავამზადებინოთ აზომვითი ნახაზები, რა ჰქვია საუკეთესო საექსპორტო კომპანიას და ა.შ.

Adshub.ge-ს წარმატებას მისი ხასიათის 2 მთავარი კომპონენტი განსაზღვრავს

პირველი: კომპანია გთავაზობთ უფასო საძიებო სისტემის აუდიტს, რომლითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი საიტის მდებარეობა საძიებო სისტემებში.

მეორე: სააგენტოსთან თანამშრომლობისას უპირობო წარმატების გარანტია SLA (Service Level Agreement), რაც დადებულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.

დაიწყეთ მიზნის მისაღწევად გზის გაკვალვა, მომხმარებლებს კი თქვენს შესახებ ჩვენ მოვუყვებით.