2026 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  1.3 ათასი ტონა საწებლები. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული საწებლების რაოდენობა 5%-ით (58.8 ტონა), ხოლო ღირებულება 20%-ით (527.8 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა.

2026 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში, ექსპორტი 31 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი(25%), აშშ (24%), ისრაელი(14%).