სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2025 წლის 1-10 სექტემბრის პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე – www.hr.gov.ge.

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში კონკურსი გამოცხადდა სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე (ადგილების რაოდენობა - 3)

გისურვებთ წარმატებებს,"-აღნიშნულია სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.