საქართველოში, მიმდინარე წელს, საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები, ექსპრეს მონაცემების მიხედვით, შემცირდა და 129.7 ათასი ჰექტარი შეადგინა.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელს 130.3 ათას ჰექტარს შეადგენდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები 0.6 ჰექტარით არის შემცირებული.

ამასთან, მიმდინარე წელს, მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) ნათესმა ფართობებმა 90.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, მათ შორის, სიმინდის მოცულობა 70.4 ათასი ჰექტარი იყო.

რაც შეეხება კარტოფილსა და ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებს - აღნიშნული კულტურების ნათესი ფართობები 27.3 ჰექტარს მოიცავდა.