სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე 6 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. 

"ადგილობრივი სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში,"- აღნიშნულია ინფორმაციაში..