2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, საქართველოდან 17.2 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 110.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა და 6.45 $/კგ შეადგინა.

 ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში.  გარდა ამისა, თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ალჟირში, მაროკოში.