დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალ შენობას გახსნის და სამუშაო პირობებს გაეცნობა.

მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოების თანამშრომლებთან, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, ასევე, არსებული საჭიროებების შესახებ მოისმენს ინფორმაციას.

დავით სონღულაშვილი კახეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს: „ცივის ყველი“, „მეღვინეობა ვინე პონტო“  და „ბაბანეურის მარანი“ დაათვალიერებს. 

მინისტრთან ერთად იმყოფება კახეთის  მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.