ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Naturale 2025-ის ფარგლებში, ქართული ღვინის  წარდგენა  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია FLOW SRL-ის  ორგანიზებით გაიმართა.

ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაზე პირველად იყო წარმოდგენილი. გამოფენა Naturale 2025-ს  ბელგიელი ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც იძლევა ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.