ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ადგილობრივ მკვიდრს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა განთავსებული. კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახერხი საამქრო დალუქულია და გადატანილია ყვარლის საქმიან ეზოში. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.

ასევე,  თიანეთის მუნიციპალიტეტში,  სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე,3 ერთეული  უნებართვო სანახშირეა გამოვლენილი.  მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია უკანონოდ მოპოვებული 10 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანიც. შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საშეშე მერქანი, შემდგომო რეალიზაციის მიზნით,  გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.

„ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  მონიტორინგი  თანამედროვე ტექნოლოგიების  - ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით პატრულირებაში ჩართულია როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ასევე,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.