ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "გრინგოლდი" ასორტიმენტს აფართოებს
ქართული ჩაის მწარმოებელი
კომპანია "გრინგოლდი"
ასორტიმენტის გაფართოებას
აპირებს. როგორც კომპანიის
ერთ-ერთი დამფუძნებელი,
წარმოების ხელმძღვანელი,
ნიკა სიორიძე
"ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს,
პოტენციური
მომხმარებლების
მოსაზიდად,
ექსპერიმენტების ჩატარება
და სიახლეების შეთავაზება
აუცილებელია.ნიკა
სიორიძის ინფორმაციით,
კომპანია საწყის ეტაპზე
ჩაის რამდენიმე სახეობის
დამატებას გეგმავს. მათ
შორისაა,უჰაერო,
ფერმენტირებული GABA ჩაი (GABA
ჩაი კარგია ნაბახუსევზე,
ხსნის ალკოჰოლური
ინტოქსიკაციის მტკივნეულ
სიმპტომებს)."ჩაის
პლანტაციები გვაქვს, თუმცა
ნედლეულს ადგილობრივი
ფერმერებისგანაც
ვყიდულობთ. ჩვენი
პლანტაციები 29 ჰექტარს
მოიცავს. ამჟამად, 20 სახის
ჩაის ვაწარმოებთ. მინდა
გითხრათ, რომ ჩვენი
ექსკლუზიური პარტნიორია
კომპანია La Familia და პროდუქტი
მათი ბრენდის ქვეშ იყიდება.
წარმოდგენილი ქსელურ
მარკეტებშიც ვართ: "სპარში",
"ორ ნაბიჯში", "დეილიში",
"გუდვილში" და
ა.შ.ასორტიმენტის გაზრდას
ვაპირებთ, დღესაც სამუშაო
პროცესი გვაქვს, ყოველთვის
ექსპერიმენტების
ჩატარებას ვცდილობთ, რომ
მომხმარებლებს სიახლეები
შევთავაზოთ. ქართული ჩაი,
ჯერჯერობით, ფართო
საზოგადოებისთვის
უცნობია. ძველი, ტრადიციული
ჩაით, რაც ადრე იწარმოებოდა
ბაზარზე თავის
დამკვიდრება რთულია.
მუდმივად ვცდილობთ, რომ
ასორტიმენტი გავზარდოთ. ამ
ეტაპზე, ახალი GABA ჩაის
გაკეთება გვინდა,
აღნიშნული პროდუქტი
უჰაერო ფერმენტირებული
სახისაა. ასევე, შავი ჩაის
დამატება გვინდა, ცხადია,
სხვა გემოვნური
თვისებებით, რომ
გამოირჩეოდეს,
საინტერესოა მწვანე ჩაი
ციტრუსის - ე.წ. დეტოქსი და
შავი ჩაი ბერგამოტის
არომატით. აღნიშნული
პროდუქტის შეფუთვა
რამდენიმე თვეში დაიწყება
და კომპანია La Familia-ს ბრენდის
ქვეშ გაიყიდება. შემდეგ
ისევ გავაგრძელებთ, თუ არა
ახალი ჩაის წარმოებას, ეს
მომხმარებელზეა
დამოკიდებული ", - აცხადებს
ნიკა სიორიძე.ქართული ჩაის
მწარმოებელი კომპანიის
ერთ-ერთმა დამფუძნებელმა,
ასევე იმპორტირებულ
საქონელზეც ისაუბრა და
აღნიშნა, რომ ადგილობრივ
ბაზარზე ჩაის იმპორტი
დიდია, კონკურენციის
გაწევა კი, რთული."ჩემი
აზრით, იმპორტირებული ჩაი
არ მოწმდება. როგორც იცით,
აღნიშნული პროდუქტი
ჯანმრთელობისთვის საზიანო
არ არის, მაგრამ როდესაც
საღებავებით გაჯერებულ
ჩაის მოიხმარ, ორგანიზმზე
შესაბამისად, მოქმედებს.
კარგი იქნება, თუ
იმპორტირებული ჩაი
შემოწმდება.
კონკურენციასთან პრობლემა
არ გვაქვს, მაგრამ
ლაბორატორიული შემოწმება
უნდა დაიწყოს", - აღნიშნავს
წარმოების
ხელმძღვანელი.ნიკა
სიორიძემ "ბიზნესპარტნიორთან" გაყიდვების
ტენდენციებზეც ისაუბრა და
აღნიშნა, რომ წინა წელთან
შედარებით, გაყიდვების
მაჩვენებელი 15-დან 20%-მდეა
გაზრდილი."პროდუქტის 30%
ადგილობრივ ბაზარზე
იყიდება, დიდი ნაწილი კი, 70%
უცხოეთში გადის. ფასს რაც
შეეხება, სეზონზე წლიდან
წლამდე 10 ტონა ჩაი იყიდება.
ამასთან, როდესაც სეზონია,
დასაქმებული 50-დან 60
ადამიანი გვყავს.
მნიშვნელოვანია, რომ ყოველ
წელს დაახლოებით, 15-20%-ით
ვიზრდებით და კლიენტები
გვემატება", - აღნიშნავს
ნიკა სიორიძე.ცნობისთვის,
ქართული ჩაის მწარმოებელი
კომპანიის "გრინგოლდი"-ს
პლანტაციები ოზურგეთის
მუნიციპალიტეტ სოფელ
ნაგომარში მდებარეობს.
ამასთან, ჩაის პლანტაციები
29 ჰექტარს მოიცავს.bp.ge