სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი მზარდია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 

უწყების ცნობით, ბოლო მონაცემებით, 5 000-ზე მეტ ფერმერს 127 მლნ ლარზე მეტი ღირებულების  მოსვალი აქვს დაზღვეული.

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 10 წელზე მეტია მოქმედებს და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე სადაზღვევო პრემიის 70%-ის თანადაფინანსებას მოიცავს. თუ დაზღვევის ობიექტი მდებარეობს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სოფლის განვითარების სააგენტო სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის წილი დამატებით 5%-თ განისაზღვრება.