უპატრონო/მიკედლებული ცხოველების  პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში  აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია  701 ძაღლი.

ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი  მანიპულაციები:

  • 701 ძაღლი აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით
  • მოხდა 673  იდენტიფიცირება -დათაგვა საყურე ნიშნით (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დადებული საყურე ნიშანი)
  • 553 ძაღლს გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია და დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში
  • 148 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს

პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზემოთ მოცემულ მაჩვენებლებს  მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.

პროგრამა

ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები

ხელს შეუწყობს  ცხოველების  პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას(სურსათის ეროვნული სააგენტო,  ყოველწლიურად 300 ათასზე მეტ ცხოველს ცრის ცოფის საწინააღმდეგოდ), 

ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას  . 

პროგრამა, პირველ ეტაპზე,

აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.