2023 წლის იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 44%-ით შემცირდა. ხუთ თვეში ქვეყნიდან 85.5 მლნ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქების ექსპორტი განხორციელდა. 2022 წლის იანვარ-მაისში კი ეს მაჩვენებელი 152 მლნ დოლარს აჭარბებდა.

კლების მიუხედავად, სასუქები ქვეყნის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილს იკავებს.

საქსტატის მონაცემებით, სასუქების საექსპორტო ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ხუთ თვეში აზოტოვანი სასუქები 20 ქვეყანაში გაიყიდა. საექსპორტო ბაზრებს  შორისაა:  პერუ, რუმინეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ინდოეთი, უკრაინა, ტანზანია, ზამბია. ყველაზე დიდი მოცულობით, 34 ტონაზე მეტი აზოტოვანი სასუქი ექსპორტზე პერუში გავიდა.