ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას“ დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობაში ქიმიური საშუალებების გამოყენება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

„ჩვენთან ძალიან გასამკაცრებელია ზედამხედველობა იმაზე, თუ როგორ ხდება არამარტო ქიმიური საშუალებების გაყიდვა, არამედ როგორ გამოიყენებენ მას ფერმერები.  სამწუხაროდ,  საქართველოში ძალიან არასწორად და გადაჭარბებული რაოდენობით მოიხმარენ პრეპარატებს.  ერთ ჰექტარზე  ქიმიური საშუალებების გამოყენებით საქართველო რეგიონის ლიდერია, რაც ხელს უშლის ბიოწარმოების განვითარებას და ბუნებრივია,  ძალიან ცუდი მაჩვენებელია.“- აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

მისივე თქმით, ფერმერებში ქიმიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული უნარებისა და ცოდნის დეფიციტია.

„ხშირ შემთხვევაში არ ხმარობენ სპეციალურ ტანსაცმელს,  ნიღაბს, ხელთათმანს, არის შემთხვევები, როცა ქიმიურ საშუალებებს ინახავენ პროდუქტთან ახლოს, რაც არის დაუშვებელი.“- აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.