სურსათის ეროვნული სააგენტო,  ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს.

სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა  აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.  ინდივიდუალური მეწარმე ე.ყ. (მისამართი: ქუთაისი,  ნიკეას მე -2 შესახვევი) ბიზნესსაქმიანობას,

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა. კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის

სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.