გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციამ“ ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი.
ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის _ ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.





