შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დამშრობი სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

გატარებული ღონისძიებების შედეგად,  30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დრენაჟი და  სავარგულები დატბორვისგან იქნება დაცული.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის კოლექტორისა და შემკრები არხების ცალკეული მონაკვეთების წმენდა და მოწესრიგება. არხების საერთო სიგრძე 5711 მეტრია.

სადრენაჟ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს უწყბს ჭარბი წყლის  დროულ და ეფექტიან გატარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაუხვი ნალექითა და მაღალი ტენიანობით გამორჩეულ ტერიტებზე და უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო მიწების მდგომარეობის გაუმჯობესებას.