ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამართულ 24 საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე იყო წარმოდგენილიღონისძიებები გაიმართა გერმანიაშიჩინეთშისაფრანგეთშიიაპონიაშიიტალიაშისლოვენიაშისაბერძნეთშიაშშ-შიავსტრიაშიდიდ ბრიტანეთსა და ბელარუსში.

ამავე პერიოდშიმსოფლიოს 11 ქვეყანაში გაიმართა ქართული ღვინის 115 პრეზენტაცია და დეგუსტაციაღონისძიებებს გერმანიაავსტრალიააშშთურქეთინორვეგიასაფრანგეთიბელგიაშვეიცარიასამხრეთ კორეაპოლონეთი და დიდი ბრიტანეთი მასპინძლობდნენ.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითსაქართველოში ჩატარდა 20 ღონისძიებამათ შორის - მასტერკლასებიგამოფენებიფესტივალებიკონკურსები და ფორუმები.

საანგარიშო პერიოდშიუცხოელი ღვინის პროფესიონალებისსავაჭრო სფეროსა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობითსაქართველოში ღვინის 12 ტური გაიმართა.

ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნითსაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითდაწესდა ღვინის ეროვნული დღერომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება.

ქართული ღვინის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის მარკეტინგულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენსააგენტოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშდიდი ბრიტანეთიგერმანიაპოლონეთიჩინეთისამხრეთ კორეა და იაპონია.