სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე  მ. თ., რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუნწში  ფრინველთა არალეგალური სასაკლაო ჰქონდა მოწყობილი. მეწარმე სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების  დარღვევით ახორციელებდა საქმიანობას.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი  შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე.