სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს)  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით,  სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს.  ცხოველები გადაყვანილია ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ,  მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდებათ პროგრამით გათვალისწინებული მანიპულაციები - ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კვლევები, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია-სტერილიზაცია. ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველებს ეკიპაჟები ისევ ქალაქ ზუგდიდში დააბრუნებენ,"-აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.