სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის გასაუმჯობესებლად საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი იწყება. GRAIL-ის პროექტი ქვეყანაში აგრარულ სექტორში პროდუქტიულობის ზრდასა და ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
პროექტის დაფინანსება 150 მილიონი დოლარით არის განსაზღვრული. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად დაფინანსდება, ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი 50% იქნება. შესაბამისი ხელშეკრულება მსოფლიო ბანკთან უკვე გაფორმებულია. როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა აღნიშნა, პროექტი სოფლის მეურნეობაში სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებას შეუწყობს ხელს.
„ბოლო პერიოდში გაზრდილი ნალექიანობა დიდ დარტყმას აყენებს სოფლის მეურნეობას და ფერმერებს სჭირდებათ დახმარება, რომ დროული გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ. მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი საქართველოს დაეხმარება უფრო მწვანე და გაცილებით მდგრადი მომავლის შექმნაში. ირიგაციის და მიწის მართვაში ინვესტირებით, ჩვენ გავაუმჯობესებთ სოფლის მეურნეობის პროდიქტიულობას და ვუზრუნველყოფთ დარგის გრძელვადიან მდგრადობას. ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს ფერმერებისთვის, საწარმოებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.”- აღნიშნა როლანდ პრაისმა.