2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში  $2.4 მლნ ღირებულების 7 900 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა. იმპორტში გადახდილი თანხა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 300 ათასი დოლარით მეტია.

საქართველოში საზამთროს ძირითადი იმპორტიორი თურქეთია.  2023 წლის იანვარ-ივნისში თურქეთიდან 1.6 მლნ დოლარის ღირებულების საზამთრო შემოვიდა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ირანი, აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და უზბეკეთი იყვნენ. საზამთროს  იმპორტის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

ირანი $ 694 080

აზერბაიჯანი $ 42 520

ნიდერლანდები $ 7 010

უზბეკეთი $ 22 480

რაც შეეხება გასული წლის საზამთროს იმპორტის მაჩვენებლებს. 2022 წელს საქართველოში 2.7 მლნ დოლარის 14 200 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა.