ადგილობრივ ბაზარზე ბიოპროდუქტი ნაკლებად მოთხოვნადია. დაინტერესება უფრო მეტად საერთაშორისო ბაზარზეა. 

"ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია, ერთის მხრივ მოსახლეობის ცნობიერებიდან და მეორეს მხრივ, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ბიოპროდუქტზე ფასი შედარებით მაღალია. წარმოების კუთხით, უფრო ნაკლებად ხარჯეფექტურია, იმ შემთხვევაში თუ მაქსიმალურად ექსპორტზე არ იქნება ორიენტირებული", - აცხადებს ბიოწარმოების პროგრამის კოორდინატორი, გიორგი ცაგარეიშვილი "ბიზნესი რუსთავი2"-თან სტუმრობისას. 

საქართველოში ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაც მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ერთის მხრივ ბიოსერტიფიცირების თანადაფინანსებას, მეორეს მხრივ ბიოწარმეობაში ჩართული პირებისთვის ბიოსასუქებისა და ბიოპრეპარატების თანადაფინანსებას.პროგრამის ბენეფიციარი პირი შეიძლება იყოს, როგორც მეწარმე ფიზიკური პირი, ასევე ნებისმიერი იურიდიული პირი. შეზღუდული არ არის გეოგრაფიული არეალი.