საქართველოდან ნუშის ექსპორტი იზრდება. გასულ წელს ქვეყნიდან 2.2 მლნ დოლარის ღირებულების ნუში გავიდა,  რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს ჯამში 612 ტონა ნუშის ექსპორტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2020  წლიდან მოყოლებული საქართველოდან ნუშის ექსპორტი  ყოველწლიურად დაახლოებით 200 ტონით იზრდებოდა.  ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ნუშის ბაღების გაშენება საკმაოდ პერსპექტიულია და ამ პროდუქტს მაღალი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-მაისში  ქვეყნიდან 1.2  მლნ  დოლარამდე ღირებულების 283 ტონა ნუში გავიდა.

ექსპორტი სომხეთში, გერმანიაში, ყაზახეთში, ლიბიაში, უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განხორციელდა.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეშ ყველაზე დიდი მოცულობის, 518 000 დოლარის ღირებულების 100 ტონა ნუში ექსპორტზე ყაზახეთში გავიდა.

ცნობისთვის, ნუშის მოსავლის აღება საქართველოში აგვისტოს ბოლოდან იწყება.