"მეღვინეობა შუმი" კიდევ ერთხელ დასახელდა „საქართველოს საუკეთესო მწარმოებლად ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე - The MUNDUS VINI Grand International Wine Award. „შუმის“ ღვინოებმა კი 8 ოქროს მედალი მოიპოვა კონკურსის 2024 წლის საგაზაფხულო დეგუსტაციაზე: Napareuli IBERIULI 2021; Mukuzani IBERIULI 2021; Napareuli IBERIULI 2022; Saperavi IBERIULI 2021; Saperavi Qvevri IBERIULI 2022; Bio Saperavi IBERIULI 2020; Mtsvane Qvevri IBERIULI 2020 და Tsinandali IBERIULI 2022 (red dry).
როგორც ''შუმის" გენერალური დირექტორი აკაკი ცოფურაშვილი ''აგროპარტნიორთან" განმარტავს, საერთაშორისო წარმატება კომპანიას ახალი პარტნიორების მოზიდვასა და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში დაეხმარება.
''საერთაშორისო კონკურსში აღიარება ახალი პარტნიორების მოზიდვის შესაძლებლობას გვაძლევს. ქართული მეღვინეობის და ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კონკურსებში მონაწილეობის გარდა, მომხმარებელს ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას ჩვენს ტურისტულ კომპლექსში, რომელიც სოფელ წინანდალში მდებარეობს და ალ. ჭავჭავაძის მუზეუმს ესაზღვრება. შუმის ტურისტული კომპლექსი უნიკალურია როგორც თავისი ინფრასტრუქტურით, ასევე შეთავაზებული სერვისით. იგი 10 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებულია და 39 ლოკაციისაგან შედგება. აქ ნახავთ მსოფლიოში ყველაზე დიდ ვაზის კერძო კოლექციას ვაზის 2000 ჯიშით, საქართველოში ღვინის პირველ მუზეუმს, მარანსა და ენოთეკას, ქანდაკებების პარკს, ეთნოგრაფიულ პავილიონსა და სხვა. „შუმი“ ყველა შესაძლო ტურისტული კონკურსის გამარჯვებულიცაა.
კონკურსებში მიღებული ჯილდოები მეტყველებს ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხზე და ზოგადად კომპანიის იმიჯზე.
ვეძებთ კიდევ ახალ პარტნიორებს ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, ევროკავშირისა და აზიის რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.
ცნობისთვის, ''შუმი“ აწარმოებს 70-ზე მეტი დასახელების ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს: თეთრ მშრალ, წითელ მშრალ და ასევე ნახევრად ტკბილ ღვინოებს, კახურ ჭაჭას, ბრენდს და რამდენიმე ექსკლუზიურ ღვინოს.
კომპანიამ საქმიანობა 1997 წელს, კახეთში, წინანდალში ვენახების გაშენებით დაიწყო. 2001 წელს გაიხსნა ღვინის საწარმო.
''შუმის“ ღვინოები ამ ეტაპზე 33-მდე ქვეყანაში გადის.