გასულ წელს საქართველოში სანაშენე ღორების იმპორტი 252%-ით გაიზარდა. ქვეყანაში ჯამში 670 260 დოლარის ღირებულების წმინდაჯიშიანი სანაშენე ღორების იმპორტი განხორციელდა. იმპორტი ძირითადად ორი ქვეყნიდან: ბელარუსიდან და რუსეთიდან განხორციელდა.

აქედან 532.5 ათასი დოლარის ღირებულების სანაშენე ღორები რუსეთიდან ხოლო, 137.7 ათასი დოლარის ღირებულების კი ბელარუსიდან შემოვიდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 220 ათასზე მეტის ღირებულების წმინდაჯიშიანი სანაშენე ღორების იმპორტი განხორციელდა.