„ჩვენ უკვე გადავიარეთ პიკური პერიოდი და რძისა და რძის პროდუქტების მნიშვნელოვან გაძვირებას აღარ ველოდებით“-ამის შესახებ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კონიაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების წარმოება სეზონურობით ხასიათდება.
„გაზაფხულზე და ზაფხულში ადგილობრივი ჭარბი რძე გვაქვს და ზამთრის პერიოდში, მისი დეფიციტია. შესაბამისად, ზამთარში იმატებს თავად ნედლეულის ფასი და შესაბამისად ამას მოყვება საბოლოო პროდუქტის ღირებულებაც. თუმცა, წელს არამგონია რომ ისეთ ტენდენცია იყოს, როგორც გასულ ორ წელში. იმიტომ რომ ძალიან დიდი ზრდა იყო ადგილობრივ ნედლ რძეზე. ეს განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით. მათ შორის, იმით რომ მიგრანტების შემოსვლის ფონზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა რძეზე და რძის პროდუქტებზე, მეორე ის იყო, რომ მსოფლიოში საომარი მოქმედებების ფონზე, ლოგისტიკური პრობლემები არსებობდა, მესამე მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რძე და რძის ფხვნილის გაძვირება დაფიქსირდა მთელ მსოფლიოში.“- აღნიშნა კახა კონიაშვილმა.