ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოდან ჩაის ექსპორტი მონღოლეთში, ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხორციელდება. თენგიზ სვანიძის განმარტებით,  ჩაის წარმოების მთავარი პრობლემა ნედლეულის  დეფიციტი იყო, რის გამოც სექტორში გადაწყობა მოხდა და ინდუსტრია  დიდი მოცულობის წარმოებიდან მცირე მოცულობისა და მაღალი ხარისხის წარმოებაზე გადავიდა.

„საქართველოში ხარისხიანი ჩაი იწარმოება, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ჯერჯერობით არის ცოტა. ყველა ბაზარს ვერ გავწვდებით. ძირითადი ექსპორტი ე.წ. მწვანე აგურა ჩაიზე მოდის, რომელიც მონღოლეთში გადის ექსპორტზე. დაუფასოებელი, მეშოკების სახით ჩაი იყიდება ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც.“- აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის  განმარტებით, მწარმოებლებს იმპორტირებულ პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ.

„ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ, რომ დემპინგური ფასების პრობლემა როგორმე მოვაგვაროთ.“- აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.