თევზის გადამმუშავებელ საწარმოს „უმალის“ ქართული ბაზრის 40-45% აქვს ათვისებული, თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორი გენო ნასყიდაშვილი ამბობს, ამბიცია აქვთ, რომ ბაზრის 70-80% აითვისონ.
"ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, როგორც საქართველოში არსებული საწარმოებისგან, ისე საზღვარგარეთიდან შემოსული ნაწარმისგან", - ამბობს გენო ნასყიდაშვილი "ბიზნესი რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისი თქმით, საწარმოს შემოსავლები ეტაპობრივად იზრდება, თუმცა მიზანია, რომ მაჩვენებელმა 1 მილიონ ლარს მიაღწიოს.
"გვინდა, საწარმო უფრო მომგებიანი გახდეს და მეტი ადამიანი დავასაქმოთ. ამ ეტაპზე, ჩვენთან, საწარმოში 80 ადამიანია დასაქმებული",- აცხადებს გენო ნასყიდაშვილი.






