ფაფების, ბურღულეულისა და სხვა სასარგებლო პროდუქტების ფართო ასორტიმენტი - "ბაია ფუდი" მომხმარებელს ადგილობრივი მარცვლეულისა და ხილისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს. კომპანია წარმოებაში არ იყენებს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს.
როგორც "ბაია ფუდის" დამფუძნებელი ზვიად გრძელიძე „ბიზნესი რუსთავი 2“-ის ეთერში აცხადებს, ამ ეტაპზე 25 სახეობის პროდუქციას წარმოებს. 1 თვის წინ კი, 1 სეგმენტი დაამატეს და ქართულ ბაზარზე მალე ახალი პროდუქტი სნექები გამოჩდნება.
ზვდიად გრძელიძის თქმით, წარმოებაში იყენებს ქართულ შვრიას, ქერს, ხორბალს, სიმინდს.
"ჩვენ დიდი პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ და არც ჩვენი საწარმოა დიდი. ჩვენ უნდა გვქონდეს ნიშური პროდუქცია. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშეა", - აღნიშნა ზვიად გრძელიძემ.