გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, ჩვენი ტყეების 35% დეგრადირებულია, სწორედ ამიტომ სატყეო რეფორმის გადაუდებელი საჭიროება დადგა.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, მყისიერი ნაბიჯები გადაიდგმება ტყის დაცვისა და კონტროლირების მიმართულებით.
"2019-2021 წლებში პირველი ტყის ეროვნული აღრიცხვა განხორციელდა, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ჩვენი ტყეები არის დეგრადირებული. ეს ნიშნავს მათ შორის, იმას, რომ 35 წლის ამ ტყეების სარგებლობამ და ამას დამატებულმა უკანონო სარგებლობამ გამოიწვია ის, რომ დეგრადაცია 35%-ია. ეს ასევე, მოიაზრებს ისეთ სიტუაციასაც, როდესაც გარკვეულ პერიოდში მოხდა სახეობათა ცვლა. უნიკალური მუხის კორომები შეიძლება ჩანაცვლებული იყოს უფრო დაბალი ხარისხის მერქნული რესურსით. ანუ გადაუდებელი საჭიროება დადგა სატყეო რეფორმის, რათა ჩვენ გარკვეული მყისიერი ნაბიჯები გადავდგათ ორი მიმართულებით. კერძოდ, ერთი არის ტყის ფიზიკური დაცვა და კონტროლირება და მეორე პოლიტიკის ცვლილება.
წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომ სატყეო სექტორში დასაქმებული პირების ხელფასები თითქმის გაორმაგდა. გადაწყვეტილი არის, რომ ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეკისრებათ კვლავ ტყის მცველებს, რაც იმისა ნიშნავს, რომ დააახლოებით 400-ზე მეტი ადამიანის დამატება იქნება საჭირო საქართველოს რეგიონებში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ თუკი 1 ტყის მცველი პასუხისმგებელი იყო 5000 და 10 000 ჰა-ს დაცვაზე - ამ რეფორმის მიხედვით ეს ფართობი იმერყევებს 2500 ჰა-ს ფარგლებში. ჩვენი მოსახლეობა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებულია ტყეების მდგომარეობაზე", - აცხადებს კარლო ამირგულაშვილი.





