ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში,  ამ ეტაპზე  საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობსშერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიანრაც პროგრამის ერთიანი სტანდარტებით და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი,  პროგრამას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთანცხოველთა მოყვარულებთან და მიმკედლებლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებსთითოეული ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე წინასწარ ქვეყნდება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან აყვანილ ძაღლებსვეტერინარული პროცედურები თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში ჩაუტარდებათპროცედურების დასრულების შემდეგ ცხოველები  პირვანდელ  გარემოს დაუბრუნდებიან.  მათი დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა ასევე გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის  პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავსპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია;ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;იდენტიფიკაციარეგისტრაცია;პატრონიანი ძაღლების (ძუ და ხვადიიდენტიფიკაციარეგისტრაცია;პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციაიდენტიფიკაცია (ჩიპირებადა რეგისტრაცია.

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ჰუმანური მეთოდებით შემცირებასცოფის პრევენციასცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას როგორც მოსახლეობისთვისისე ცხოველებისთვის.