შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  ფარგლებში,  იმერეთში, ხონი-სამტრედიის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დაასრულა. სოფლების  ივანდიდისა და გოჩა ჯიხაიშის ტერიტორიაზე  ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი  არხის 4 კმ-იანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა და  160 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე  იმერეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  წყალუზრუნველყოფილია 

12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი,  სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა, დაშრობილი მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარს შეადგენს.