შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. თელავის მუნიციპალიტეტში ნაურდლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ითვალისწინებს გამანაწილებელი ქსელის მოწყობას _ ამორტიზებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად,  500 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ლითონის მილი მონტაჟდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად,  50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, ეფექტიანად მართონ წყლის რესურსები და გაზარდონ  სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა.