გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხარისხიანი ღვინის მისაღებად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
„თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო მაღალ ხარისხთან იყოს ასოცირებული, მხოლოდ ღვინის ხარისხის კონტროლი და მისი ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია წინა ეტაპები. ძალიან მკაცრად დავიწყეთ შიდა ბაზრის ინსპექტირება, ვაკონტროლებთ ჩამოსასხმელ ღვინოსაც, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი მიდგომები ამ მიმართულებითაც არსებობს. ის შედეგი, რაც რეალურად შეგვიძლია დადგეს ერთ ან ორ წელიწადში და რასაც ხშირად სჭირდება ათი წელიწადი. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული გამოწვევები არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ გვსურს, რომ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მზად ვიყოთ, მაშინ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.
„მაღალი სტანდარტების შესაბამისი ვენახის გარეშე, ხარისხიან ღვინოს ვერ დააყენებ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია ქართული ღვინო ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.






