კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღმოჩნდა ვადაგასული პრეპარატები, ამავდროულად, დარღვეული იყო ეტიკეტირების წესიც.

სურსათის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით,  ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს აქტიურად ამოწმებს და ასევე მოუწოდებს მომხმარებელს ჩართულობისკენ, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დატოვონ შეტყობინება  ცხელ ხაზზე - 15 01.