2026 წლის II კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 8.1%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.6%-იანი კლებით, რამაც -4.0 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
"საქსტატის" ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.8%-თ.
"ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 15.5 პროცენტიანი მატებით, რაც 8.58 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 12.1%-ით შემცირდა, რამაც, შესაბამისად, 0.36 და -3.09 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.





