სურსათის ეროვნულმა სააგენტომსოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ( ცხოველისკატის არსებობა სასურსათო სივრცეში),  სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირებაგანახორციელა ს/ „ნიკორა ტრეიდში“ („ლიბრე“, / 206255808 მისთბილისირუსთავის გზატკეცილი 19). ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტიასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაციარის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესივადაგასული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

 სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელსსურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ეტიკეტსსურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაშიაცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.

არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება.