ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითპარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართაღონისძიებას HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებასღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას.

ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამთა ყველაიძე მიიღო. მისი განცხადებითმსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასსაექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინისროგორც უნიკალური ნიშური პროდუქტისპოზიციონირების გაძლიერებას.

ქართული ღვინის წარდგენას, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენსსააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაშიმათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთშისადაც ქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.