ხეხილის ბაღები, ნაკლებად ცნობილი ყურძნის ჯიშები - სოფლის მეურნეობაში გაერთიანებული უმოქმედო მიწები
"მინდოდა ქართული საქმე
მეკეთებინა. ამ საქმეში
თავს კომფორტულად ვგრძნობ,
მიხარია ამ საქმის კეთება", -
ამბობს "კახელების"
დამფუძნებელი ჭიჭიკო
გოლეთიანი, რომელსაც
კახეთის სოფლებში,
ვაჩნაძიანში, კალაურსა და
აკურაში 60 ჰექტარზე
ხეხილის ბაღები აქვს
გაშენებული. საყვარელი
საქმე მცირე მეურნეობით
დაიწყო და სხვადასხვა
სოფელში არსებული
უმოქმედო მიწები დიდ
სასოფლო სამეურნეო
საქმიანობაში გააერთიანა.
ჭიჭიკო გოლეთიანს თითქმის
ყველა სახეობის,
სხვადასხვა ჯიშის ხილი
აქვს გაშენებული. სანამ
ხილს გააშენებდა
შეისწავლა ნიადაგი, რათა
სწორად განესაზღვრა, თუ რა
კულტურა სად უნდა
გაეშენებინა, რომ მიეღო
მაღალი ხარისხის, უხვი
მოსავალი."გაშენებული
გვაქვს ბროწეული, ქლიავი,
ვაშლი, მსხალი, ნუში,
კაკალი... თავიდან დავიწყეთ
შესწავლა, რა იყო
მოთხოვნადი ბაზარზე.
როგორც აღმოჩნდა, ხილზეც
არის მოდა. რაღაც პერიოდი
მოდაშია რაღაც ჯიშის
ვაშლი,მაგალითად
ანტონოვკა, მერე უკვე
მოდაში შემოდის მწვანე
ვაშლი ან რომელიმე სხვა
უცხოურ ჯიშზე აკეთებს
საზოგადოება აქცენტს. არა
მხოლოდ საქართველოში, მთელ
მსოფლიოში ასეა",- აცხადებს
ჭიჭიკო გოლეთიანი. დიდ
ნაწილზე ამერიკული ჯიშის
ნუში აქვს გაშენებული,
რომელსაც ყიდის როგორც
ნაჭუჭიანს, ისე უკვე
გარჩეულს. გარჩევის დროს
დაზიანებული ნუშისაგან
მზადდება ფქვილი, რომელსაც
საკონდიტროში იყენებენ.
ასევე აქვს ველური ნუში,
რომელიც მედიცინაში
გამოიყენება. საცდელად
ზეთისხილიც გააშენა,
რომლისგანაც მარინადს
ამზადებს.რაც შეეხება
ყურძენს, აქვს როგორც
სუფრის, განსხვავებული
ჯიშის ყურძენი - რედგლობი,
კრიმსონი, იტალია, ასევე
ტრადიციული საღვინე.
წელიწადში 60 ტონამდე
ღვინოსაც აწარმოებს,
რომელიც საკუთარ
რესტორნებში "კახელებში"
იყიდება. მოყვანილი ხილი და
საკუთარი ხილისგან
დამზადებული პროდუქცია
ადგილობრივი
მომხმარებლისთვის არის
გათვალისწინებული."ექსპორტზე
გატანა არ მინდა და არც
გავიტან. ზამთარში
საქართველოში ნახავთ
უამრავ ხილს, რომელიც
საზღვარგარეთიდან
შემოდის. როდესაც ჩემს
ქვეყანაშია პროდუქტის
დეფიციტი, მე ბრაზილიაში
გავყიდო თუ რუსეთში?! აქაც
მშვენივრად ვყიდი. ჩვენ
გვენდობა ჩვენი
მომხმარებელი, 28 წელია ამ
საქმეს ვაკეთებთ და
ვცდილობთ, ხარისხი არ
დავაგდოთ", - აღნიშნა ჭიჭიკო
გოლეთიანმა. მოწყობილი
აქვს სამაცივრე
მეურნეობაც, სადაც
სარეალიზაციოდ
გამზადებული ხილი და
ხილისგან დამზადებული
პროდუქცია ინახება.