"ბლის და ზოგადად, ხილის ფასი ძალიან გაიზარდა, ამიტომ შეკვეთები ვერ დავიმატეთ" - კასპის საკონსერვო ქარხანა
კასპის საკონსერვო
ქარხანა (შპს TMT-მა) მზარდი
მოთხოვნის მიუხედავად,
საექსპორტო ბაზარს ვერ
ზრდის, მიზეზი ნედლეულის
დეფიციტია.როგორც
"ბიზნესპარტნიორთან" საკონსერვო
ქარხნის დირექტორი, ოთარ
მერებაშვილი აცხადებს,
პროდუქტის დეფიციტი
რამდენიმე თვის წინ
ამინდის გაუარესებამ
გამოიწვია. მისივე
თქმით, ბლის, ალუბლის,
მარწყვის და ზოგადად, ხილის
ფასი ძალიან გაიზარდა, რაც
ბიზნესზე სარკისებურად
აისახება."ჯერჯერობით,
ექსპორტის მიმართულებით
არ გავფართოებულვართ,
პროდუქტს, სადაც
ვაგზავნიდით კვლავ იქ
გავდივართ. მაგალითად, აშშ,
ავსტრია, პოლონეთი,
გერმანია და ა.შ. 13 აპრილს
შიდა ქართლში ყინვა, რომ
იყო ხილი სულ გააფუჭა. წელს
ხილის დეფიციტია, აქედან
გამომდინარე შეკვეთები
ვერ დავიმატეთ. ძირითად
პარტნიორებს ვაწვდით
პროდუქტს, ფაქტობრივად
შეკვეთებს ვერ ავუდივართ,
ამიტომ ახალ ხაზს ვერ
ვამატებთ.მსგავსი
სიტუაციაა ასორტიმენტის
გაზრდასთან დაკავშირებით -
ვერ ვზრდით, პირიქით
დაგვაკლდა... ბალი არ არის,
ალუბალი არ გვაქვს,
მარწყვის ნაკლებობაა,
ტყემლის საწებელი არ
გვაქვს, მოკლედ, ხილი არ
გვაქვს... გვალვამ შიდა
ქართლში ხეხილი სულ
გააფუჭა, როგორც უკვე
გითხარით, ნედლეულის
ნაკლებობაა: ბლის, ალუბლის,
მარწყვის ფასები
განსაკუთრებით გაიზარდა,
თქვენ თქვენც კარგად
გეცოდინებათ, რა ფასებია
ბაზარზე - ალუბალი, ბალი,
ტყემალი და სხვა ხილი
გაფუჭდა. შესაბამისად,
ნედლეული, რომ შემცირდა
ფასიც გაიზარდა.
მოგეხსენებათ, ქარხანა
ვართ და მხოლოდ კახეთისა და
მარნეულის მხარე რას
გვიშველის?! მოკლედ,
ნედლეულის პრობლემა
გვაქვს. წელს დიდი გეგმები
გვქონდა და მომავალში რა
იქნება ვერ ვიტყვი. ჩვენი
ბიზნესი ამინდზე დიდადაა
დამოკიდებული.შეკვეთების
კონტექსტში, რომ გესაუბროთ
დაინტერესება წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, უფრო დიდი იყო,
პროცენტულად ზუსტი ციფრის
თქმა გამიჭირდება, თუმცა
ხილი, რომ არ გვქონდა,
მიწოდება ვერ შევძელით", -
აღნიშნავს ოთარ
მერებაშვილი.შეგახსენებთ,
კასპის საკონსერვო
ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს,
კასპის საკონსერვო
კომბინატის ბაზაზე
დაფუძნდა, რომელიც 1961
წლიდან ფუნქციონირებდა.
კომპანია აწარმოებს
ნატურალურ, ეკოლოგიურად
სუფთა და უსაფრთხო
პროდუქციის
ნაირსახეობებს, ჯამში 40
სახეობამდე. მათ შორის,
ბოსტნეულის კონსერვებს,
საწებელებს, მურაბებს,
ჯემებს და ა.შ. bp.ge