ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker “ ორგანიზებით, ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ქართული ღვინის დეგუსტაცია ,, Folie culinaire“ გაიმართა, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სამდღიან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 5 კომპანიის 50 დასახელების ღვინო და მას ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, სომელიეები, კომერციული, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში 1000-ამდე ადამიანი დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.